PHOTO MAIKO - ციფრული ფოტოცენტრების ქსელი საქართველოში
არანაირი საღებავი და პრინტერი. ჩვენი ფოტოები იბეჭდება ფოტოლაბორატორიებში, ქიმიური პროცესით, იაპონურ თანამედროვე დანადგარებზე - Frontier 5700R. Fuji და Kodak_ის ორიგინალ ქაღალდზე, რაც ფოტოს მაღალ ხარისხს ანიჭებს და უნარჩუნებს ფერებს 100 წელი. არ ხუნდება და არ იშლება წყალში.
ჩვენ სპეციალიზებულნი ვართ ფოტოების ბეჭდვაში, ნებისმიერი ფორმატის ფოტოწიგნების დამზადებაში, ორიგინალური ფოტოსუვენირების (ჭიქები, მაისურები, ფაზლები, ბრელოკები) შექმნაში. ასევე, გთავაზობთ ფოტოს გადაღებას დოკუმენტებისთვის, სკანირების, ქსეროასლის გადაღებისა და ვიდეოკასეტების გაციფრულების მომსახურებას.
მოსახერხებელი ონლაინ შეკვეთა ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე, საკუთარი წარმოება, ხარისხის გარანტია და სწრაფი მიტანის სერვისი თბილისში ან ადგილზე გატანა ჩვენი ნებისმიერი ფოტოცენტრიდან.
ვმუშაობთ ყოველდღე 10:00-დან 19:00 საათამდე - შეინახეთ თქვენი საუკეთესო მომენტები პროფესიონალური ხარისხით PHOTO MAIKO-სთან ერთად!